ჩვენი კანი განსაკუთრებით თხელი და საოცრად კომპლექსური, სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა და ის ღრუბელივით იწოვს ქიმიურ ნივთიერებებს. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ მედიკამენტების მიღების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა სწორედ კანიდან შეწოვა, ანუ ტოპიკალური ფორმაა. კანს არ აქვს უნარი, ერთმანეთისგან გაარჩიოს სასარგებლო და საზიანო, ასე რომ კომერციული საპნებიდან არასაჭირო და მავნე ნივთიერებებს აქტიურად იწოვს ჩვენს ორგანიზმში.
კითხვა კი ასეთია: რა გვინდა, რომ ჩვენს კანზე მოხვდეს?
21-ე საუკუნეში ჩვენი სხეული დაუცველია ჰაერში, წყალში
და საკვებში არსებული სინთეტიკური ქიმიური ნივთიერებებისგან. რატომ დავუმატოთ მავნე
გარემო ფაქტორებს ქიმიკატების კანზე მოხვედრა? კოსმეტიკის მსხვილი საწარმოების მიერ
დაშვებულად აღიარებული, კომერციულ საპონში შემავალი ქიმიკატების გრძელვადიანი მოხმარების
შედეგები ჯერ კიდევ უცნობია. მათი დასკვნები მხოლოდ მცირე პერიოდში დაკვირვებას ეყრდნობა.
ზოგიერთი ნივთიერების საზიანო გავლენა უკვე გამოვლინდა, მაგრამ მაინც აქტიურად გამოიყენება
კანის და თმის მოვლის თითქმის ყველა საშუალებაში, ასეთია მაგალითად ცნობილი SLS_ნატრიუმის ლაურილსულფატი.
ნატურალური საპონი იქმნება ნულიდან, ზეთების, კარაქების
და უამრავი სასარგებლო დანამატისგან. ეს ხელოვნებაცაა და მეცნიერებაც, რომელიც მოითხოვს ქიმიის, მედიცინის, ჰერბოლოგიის და არომათერაპიის
ცოდნას, კვლევას, გამოცდილებას, უამრავ დროს და რაც მთავარია სიყვარულს ამ საქმისადმი,
რათა შექმნა ხელნაკეთი, ნატურალური, ორგანული, ყველაზე რბილი და ყველაზე კარგი ქაფის
მქონე საპონი, რომლის შეძენაც შესაძლებელია.
კარგი საპნის მისაღებად საჭიროა ცხიმოვანი მჟავების
შემცველობის ფრთხილი დაბალანსება და მათთვის ისეთი ინგრედიენტების დამატება, რაც თითოეულ
საპონს სრულიად ინდივიდუალურს ხდის. ნატურალური საპონი მხოლოდ დასაბანი საშუალება არ არის,
ეს კანის მოვლის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან მას ჯანმრთელი „საკვებით“ ამდიდრებს,
აუმჯობესებს მის სტრუქტურას და უნარჩუნებს ბუნებრივ ტენიანობას.
კომერციული საპნები უფრო სარეცხი საშუალებებია, რადგან
ისინი საპნის გარდა უამრავ დანამატს შეიცავს. ესენია სინთეტიკური ქიმიკატები, ხელოვნური
გამწმენდები, სტაბილიზატორები, სხვადასხვა ცხოველის ცხიმი, ბენზინის ბაზაზე მიღებული
ინგრედიენტები და სხვა მრავალი. ასეთი კომბინაცია საზიანოა ჩვენი კანისთვის იმიტომ,
რომ მას ბუნებრივ დამცველობით ფუნქციას ართმევს.
არჩევანის გაკეთება რთული არაა და კითხვაზე პასუხიც
ნათელია. :)
No comments:
Post a Comment