16 მაისს დედა ენის ბაღში კრეარტიული ფესტივალი / creARTive festival 13:00 საათიდან;
17 მაისს დედა ენის ბაღში თბილის ფლი მარკეტი / Tbilisi Flea Market 12:00 საათიდან;
19 მაისს მთაწმინდის პარკში კრეარტიული ფესტივალი / creARTive festival 13:00 საათიდან
სამივე ივენთზე ვიქნებით ჩვენი ნატურალური საპნებით. შეგეძლებათ ადგილზევე დაათვალიეროთ, შეარჩიოთ და თქვენთვის საუკეთესო სურნელის გათვალისწინებით შეიძინოთ თქვენი კანის შესაფერისი საპონი. გარდა ამისა, გვენდეთ, ნამდვილად კარგ დღეს გაატარებთ, კარგ გარემოში, კარგ ადამიანეთან ერთად :)
Coming Soon! ბავშვის ურბილესი საპონი
ბავშვის აბაზანაში გვირილისა და ორკბილას ნაყენის დამატება ამშვიდებს მის კანს, აცხრობს გაღიზიანებულ უბნებს და ანთებას, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას.
ორკბილა არა მხოლოდ ჩვილებში, მოზრდილებშიც გამოიყენება ალერგიის, დიათეზის, ნეიროდერმის, ფსორიაზის და სებორეის დროს.
გვირილა განთქმულია ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებელი მოქმედებით, აწესრიგებს ძილს, აქვს ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედება.
კეფირი ყველაზე მგრძნობიარე კანსაც კი არბილებს, ატენიანებს და ამშვიდებს.
სტაფილოს პიურე კიდევ უფრო ნაზსა და რბილს ხდის საპონს, ამშვიდებს და კვებას მგრძნოაბიარე კანს.
No comments:
Post a Comment