თერაპია - ლუფას მასაჟი აუმჯობესებს ცირკულაციას კაპილარების სტუმილირებისა და მათი გაფართოების გზით, ამიტომ კანი უკეთესად სუნთქავს.
ლიმფოდრენაჟი - ლუფა როგორც სისხლის, ასევე ლიმფურ კაპილარებსაც ასტიმულირებს. კანიდან მავნე ნივთიერებების, ბაქტერიებისა და კანის ცხოველქმედების პროდუქტების მოშორება ჩქარდება და შესაბამისად უფრო სწრაფად ხდება კანზე ანთებითი კერების გაქრობა.
დეტოქსიკაცია - ლუფა ბაქტერიების გამრავლებას და მოქმედებას ამცირებს. მკვდარი უჯრედების ფენასთან ერთად ასუფთავებს ბაქტერიების დაბუდების და გამრავლების კერებს.
ეფექტური წმენდა - ბაქტერიების, ოფლისა და ჭუჭყისგან, რომლებიც კანშია ჩამჯდარი. ლუფა ჩვენს კანს ტოვებს სუფთას და გამოცოცხლებულს.
მკვდარი უჯრედების მოშორება - ჩვენი კანის გარეთა შრე - ეპიდერმისი მკვდარი უჯერების ნაწილისგან ბუნებრივად თავისუფლდება, ნაწილი კი რჩება და კანს სუნთქვაში ხელს უშლის. ლუფა კი ბუნებრივ პროცესებს ხელს უწყობს - ნაზი ხახუნით აშორებს ჩვენს კანს მკვრად უჯრედებს.
ექსფოლიაცია - სხვა სახეხებისგან განსხვავებით ლუფას მაგარი, მაგრამ ელასტიური ბოჭკოები განივ კვეთაში მრგვალია და კანს არ კაწრავს, ასე რომ არ აღიზიანებს მგრძნობიარე კანს. განსაკუთრებით კარგია მუხლებისა და იდაყვებისათვის, სადაც კანი შედარებით უხეშია.
კანის დარბილება - მსუბუქი ხახუნით ლუფა ეხმარება კანს, გახდეს შესახედავად უფრო ჯანმრთელი და შეხებისას უფრო რბილი.
ჩვენ ორი სახეობის ლუფას საპონი გვაქვს: კაოლინის თიხით, გარდენიას არომატით
No comments:
Post a Comment